ავტორი:

"ყველა უნდა ავიცრათ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს" - კახა კალაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

"ყველა უნდა ავიცრათ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს" - კახა კალაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციაა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელი მოსახლეობა უნდა აიცრას, რათა ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

"დღეს, მთავრობის სხდომის ჩატარება განსხვავებულ ფორმატში გვიწევს, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, ჟურნალისტები. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა არის მასობრივი ვაქცინაცია.

სახელმწიფო მზადაა, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს აცრა. ფაქტობრივად, ყველა უნდა ავიცრათ, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.