ოპოზიციონერი გიგი უგულავა "ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"ჩემი აზრით:
1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან
2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტნიორებს, რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.
3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება
4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს, დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები“,- წერს გიგი უგულავა.