ავტორი:

"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა" - სალომე სამადაშვილი

"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა" - სალომე სამადაშვილი

"დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა", - ასე ეხმაურება ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი „პოლიტიკური რეჟიმია“.

"იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშვილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა - დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია”, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.