21 წლის გუდამაყრელი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა და ჩვენს ქვეყანას ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ლაშა გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:
“ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ჩემს გულშემატკივარს. მინდა, მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით.
ბოლომდე ვიბრძოლე დღეს ჩემი სამშობლოსთვის, რა თქმა უნდა, და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა და გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე დიდი ოცნება. ჩვენ ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.
ძალიან მიყვარხართ, მთელი საქართველო და ჩემი ხალხი მიყვარხართ. დიდი მადლობა ჩემს არხილოსკალოს და გუდამაყარს, მიყვარხართ", - ამბობს ჩემპიონი.