დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს ტოკიოს ოლიმპიადის პირველ ოქროს, რომელიც ჩვენს ქვეყანას 21 წლის ლაშა ბექაურმა მოუტანა.მან ფინალში გერმანელი მეტოქე, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ლაშა ნახევარფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდა და სწორედ მასთან გამარჯვებით მოიპოვა ფინალის საგზური.
მთელი დღის განმავლობაში სრულიად სოციალური ქსელი და მედია სწორედ ამ თემას აშუქებს. განსაკუთრებულ მილოცვებს ლაშას ოჯახი და მშობიური სოფელი არხილოსკარო იღებს.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში 26 ივლისს გაემგზავრა. სწორედ ამ დღეს ლაშა ბექაურის დედამ ვიკა წიკლაურმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც შვილი დალოცა და ოლიმპიადაზე ბრძოლაში გამარჯვება უსურვა:
"ომში მაცილებ დეეო, სიხარული ქონდეს შენს თბილ გულს დეე, დედა ღვთისმშობელმა შეისმინოს დედაშენის ლოცვა Lasha Bekauri-ო!!!ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიკეთეს გისურვებ, გესახელებინოს სამშობლო! დაბადების დღეს გილოცავ დედას სიყვარულო" - წერდა ვიკა წიკლაური.