ავტორი:

როგორ ეხმაურება დიმიტრი პესკოვი საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებას?

როგორ ეხმაურება დიმიტრი პესკოვი საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებას?

სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებს ირგვლივაა, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედება რუსეთის საზღვრებთან ავალდებულებს მათ, მიიღონ ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“,- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) საქართველოში 26 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდება. მისი მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.