ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში კოვიდი ხელოვნურად გავრცელდა, რადგანაც მისივე თქმით, შარშან არჩევნების წინ, რუსი ტურისტები შემოიყვანეს.
"მინდა გითხრათ შემდეგი, რა თქმა უნდა, მისი გეგმები არის გასაგები. ეს მან გააკეთა ივლისის ბოლოს, აგვისტოში აპირებს, დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი შვებულებაშია წასული. შემდეგ აპირებს, კოვიდის საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი.
კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი.
ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.