ავტორი:

"კალოიანის, კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია... მათ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც არ გაუკეთებიათ" - თენგიზ ცერცვაძე

"კალოიანის, კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია... მათ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც არ გაუკეთებიათ" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილის საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა პოსტი, სადაც სიტყვა-სიტყვით ამბობს: “მადლობა ვახო კალოიანს, ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ არაერთ პროფესიონალს, რომელიც არ შეშინდა და იბრძოლა იმისათვის, რომ ტოცილიზუმაბი კოვიდის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გამხდარიყო და ის სახელმწიფოს დაეფინანსებინა.

”ბატონი ზურაბი დღემდე შედიოდა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ვიწრო წრეში, იმიტომ რომ ის იყო ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და პროგრესული პიროვნება. მე სწორედ ამიტომ ვცდილობდი რეაქცია არ მიმეცა მის პერიოდულ ყოვლადდაუმსახურებელ კრიტიკულ გამოხტომებზეც. მაგრამ დღეს მან ისეთი რამ იკადრა, რომ მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე.

ბატონო ზურაბ, ბ-ნ ვახო კალოიანს, ბ-ნ ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ "არაერთ პროფესიონალს“ რომ უშიშარ მებრძოლებად აცხადებთ, რომელთა დამსახურებითაც თითქოს ტოცილიზუმაბი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გახდა და ამიტომ სახელმწიფომ დააფინანსა, სინდისი სულ არ გაწუხებთ?!

პოლიკიტური კონიუნქტურისთვის ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროთ. ხომ იცით, რომ ამას სიმართლესთან ერთი პროცენტიც კი არა აქვს საერთო და სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ბარემ აივ/შიდსის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობაც ბატონ კალოიანს, ბატონ კულუმბეგოვს და მათ თანამოაზრეებს მიაწერეთ.

თქვენი განცხადება მით უფრო უპატიებელია, რომ ძალიან კარგად, შესანიშნავად იცით თუ რა როგორ იყო სინამდვილეში. ესე იგი შეგნებულად და გამიზნულად ტყუით პრინციპით: "თქვი დიდი ტყუილი, ხშირად გაიმეორე და ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მერე რა რომ ამას თქვენი რეპუტაცია შეეწირება.მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ტოცილიზუმაბს ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ.

მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში პირველმა არხმა 10 წუთიანი ვიდეო-ფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ ტოცილიზუმაბით 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID-19-ით პაციენტი. ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 10 კლინიკა იყენებდა. ასე მაგალითად მარტო ბოლო ორ თვეში ჩაფიძის გულის ცენტრმა 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფს უმკურნალა ტოცილიზუმაბით და მათგან 8 გადარჩა და ა.შ.

  • ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები კი მხოლოდ გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით. და მხოლოდ მას შემდეგ რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ტოცილიზუმაბი სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია 180 გრადუსით შეცვალეს თავისი რიტორიკა და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ (შერცხვებოდათ თუ რა).

ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა რომ ჩვენს საექიმო ალღოს და გამოცდილებას არ გაემართლებინა და ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა არ დადასტურებულიყო, ალბათ ჩაგვქოლავდნენ. ასე რომ ვინ იბრძოდა მართლა უშიშრად და ვისი დამსახურებაა ტოცილიზუმაბის საქართველოში დანერგვა ყველამ, მათ შორის თქვენც, ძალიან კარგად იცით. რაც შეეხება პროტოკოლს, ტოცილიზუმაბი ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში (სად იყო ამ დროს ან კალოიანი ან კულუმბეგოვი ან სხვა) და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით.ჩვენვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიის პირველივე თვეებიდან ვიზრუნეთ იმაზე, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობით ყოფილიყო, ხოლო ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენი და სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ტოცილიზუმაბის ფასი გაანახევრა.

ბატონმა კალოიანმა სულ ცოტა ხნის წინ ისიც კი არ იცოდა, რომ ტოცილიზუმაბი საქართველოში საერთოდ მოიპოვება, თუ არა.ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჯანდაცვის სამინისტრო ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა.

  • მას სწორედ ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრენი იგონებდნენ. ძირითადი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ანგაჟირებული ტელევიზიების, ბატონი კალოიანისა და მისი თანამოაზრე ჰეითერების გავლენით COVID-კლინიკების ნაწილი თავს იკავებდა ტოცილიზუმაბის (ისევე როგორც რემდესივირის) გამოყენებისგან, რითაც COVID-ით ავადმყოფები ზარალდებოდნენ და ამ კლინიკებთან სამინისტროს ხელმძღვანელობის და ჩვენი პირადი შეხვედრის შემდეგ დათანხმდნენ, რომ ტოცილიზუმაბისა და რემდესივირის ბოიკოტს შეწყვეტდნენ.ასე რომ ბატონი კალოიანის, ბატონი კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი მხოლოდ თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია.

და საერთოდ, ყველამ კარგად იცის, რომ ამ პიროვნებებს არათუ ტოცილიზუმაბის დანერგვა, საერთოდ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც კი არ გაუკეთებიათ, ერთი ავადმყოფიც კი არ გადაურჩენიათ. გასაგებია, რომ ყველა დასაშვები და დაუშვებელი ხერხებით გვებრძვით, მაგრამ რაღაც წითელი ხაზები თქვენთვისაც ხომ უნდა არსებობდეს.ბატონო ზურაბ, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე თქვენი პიროვნების და საზოგადოებაში თქვენი წონის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, მოახდინოთ თქვენი განცხადების დეზავუირება, რითაც ნაწილობრივ მაინც აღიდგენთ იმ რეპუტაციას და ნდობას, რომელიც აქამდე გქონდათ, ამ ქვეყანაში ხომ უნდა იცხოვროთ", - წერს თენგიზ ცერცვაძე.