ავტორი:

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტურნირის მთავარ ფავორიტს, ფრანგ ტედი რინერს მეოთხედფინალში სწორედ ბაშაევმა აჯობა.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.

ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.