ავტორი:

"თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება -  თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის" - ნიკა მელია

"თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება -  თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის" - ნიკა მელია

"თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, "ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“ უნდა ჩამოშორდეს.

“დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისთვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.

თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.

ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.

მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!

კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქ. ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

ასეც იქნება!”, - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.