ავტორი:

რამდენი ადამიანია საქართველოში სრულად ვაქცინირებული - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

რამდენი ადამიანია საქართველოში სრულად ვაქცინირებული - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 161 069 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 495 381 აცრა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს.

ქვეყანაში ვაქცინაცია ტარდება ვაქცინებით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".