ბათუმის დინამოს აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბათუმის დინამოს აკადემიამ გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, - წერია ფეისბუქ პოსტში.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სარფში მოხდა. დიმა შატიკაშვილი ზღვაში გადახტა, რა დროსაც გარდაიცვალა.
დიმა 17 წლის იყო.