ავტორი:

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური შეხვედრა მამასთან, ატირებული ზვიადაური და გულშემატკივართა ემოციები (ვიდეო)

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური შეხვედრა მამასთან, ატირებული ზვიადაური და გულშემატკივართა ემოციები (ვიდეო)

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ასევე თბილისის მერი კახა კალაძე და "ოცნების" დეპუტატები.

"ეს გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი" - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

"ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აეროპორტში შეკრებილი გულშემატკივარი განსაკუთრებული ემოციებით ლაშა ბექაურს შეხვდა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ოლიმპიური ოქრო მოუტანა. ლაშას აეროპორტში დახვდა ასევე ნათლია, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.