თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე მისი კოლეგებისა და მეგობრების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.
შანაი ბრუკის მეგობრის ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, გამოკითხვაზე იბარებენ ყველას, ვინც ავსტრალიის მოქალაქეს იცნობდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რაც გააჩნია, ყველანაირ ინფორმაციას გამოძიებას უყვება. ვისაც კი ეს ადამიანი საქართველოში იცნობდა და ეს იყო შეზღუდული პირთა წრე - ყველას იბარებენ და ყველასგან აინტერესებთ ინფორმაცია“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს.