ავტორი:

რას გთავაზობთ ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ BTU ახორციელებს?

რას გთავაზობთ ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ BTU ახორციელებს?

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი მას მხოლოდ BTU ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი. კურსდამთავრებული შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე - კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესების დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, აგრეთვე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

„დღეისათვის ყველა წამყვანი ორგანიზაცია დევოპსის მიდგომებით მართავს IT პროცესებს ან არის აქტიური ტრანსფორმაციის პროცესში, შესაბამისად, DevOps ინჟინრებზე მოთხოვნა გლობალურადაც და ლოკალურად სწრაფად იზრდება. DevOps-ის ინჟინერი საკმაოდ კომპლექსურ უნარებს მოიაზრებს საკუთარ თავში - მას შეუძლია გარემოების მართვის ავტომატიზაცია, კონფიგურაციის მენეჯმენტი, უწყვეტი ტესტირება, კოდის გაშვება, მონიტორინგი და მთელი ამ ციკლის ერთიან „კონვეიერში“ მოქცევა. ასევე, DevOps-ის ინჟინრის დღევანდელ მოთხოვნებში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ცოდნის საჭიროება, რაც მომდევნო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარებში აუცილებლად დარჩება.

BTU-ბაზაზე შემქნილი დევოპსის სამაგისტრო პროგრამის მიზანი სწორედ ამ მზარდი საჭროების პასუხია, კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარები დევოპსის ყველა ძირითადი მიმართლების სამართავად და შესაბამისად შეძლებენ სასურველ ორგანიზაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გააგრძელონ მუშაობა“ - აცხადებს ნინო გვაზავა, BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, High-Tech Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი

DevOps-ს იყენებენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment. სწორედ ამიტომ არის მისი ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე დანერგვა მეტად მნიშვნელოვანი.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება. გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო

სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც.

სამსახურებში. პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა

ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელნი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და

ექსპლუატაციის ჯგუფებთან.

ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტო გამოცდა;
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  3. გამოცდა სპეციალობაში.

პროგრამით დაინტერესებულებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე