ავტორი:

კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი - გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი - გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 233 პირი, აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892.