ავტორი:

გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომი, ფასი - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საბაკალავრო პროგრამების პრიორიტეტულობის განსაზღვრისას

გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომი, ფასი - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საბაკალავრო პროგრამების პრიორიტეტულობის განსაზღვრისას

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულებულია და აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან მიღებულ ქულებს და ინფორმაციას, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. ეს ინფორმაცია მათ მომავალ ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ უამრავი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და შერჩეული უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების თანმიმდევრობის პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი მათ თვეზე ნაკლები დრო რჩებათ. ამ დროს აბიტურიენტებისა და მათი ოჯახის წევრების გონებაში უამრავი საჭირო და არასაჭირო ინფორმაცია იყრის თავს. რეალურად კი ყველა ნაცნობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ რჩევა სულაც არ უნდა გაითვალისწინოთ და ყურადღება მხოლოდ იმ მთავარ კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ, რომელიც სამომავლოდ თქვენი განათლების ხარისხსა და შესაბამისად, დასაქმების პერსპექტივას განსაზღვრავს.

დასაქმების პერსპექტივის თვალსაზრისით დღეს ბაზარზე გამორჩეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებია. გიზიარებთ რამდენიმე საკითხს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ თქვენს არჩევანში BTU-ს პირველი პრიორიტეტი უნდა ეკავოს:

  • სწავლის ხარისხი

BTU-მ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე განათლების მიღების ახალი სტანდარტი დანერგა. მაგალითად, თუ ბიზნესის ადმინისტრირებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეისწავლით, თქვენ დაეუფლებით არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. სტუდენტი მიიღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზსს, რის გარეშეც 21-ე საუკუნეში წარმატებული საქმიანობა ფაქტობრივად გამორიცხულია. თუ ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე აპირებთ სწავლას, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ BTU-ს ფინანსების პროგრამამ ACCA აკრედიტაციაც მიიღო და ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული.

BTU-ში სწავლის მაღალი ხარისხის შესახებ ბევრმა აბიტურიენტმა უკვე იცის და სწორედ ამიტომ მაღალია კონკურენციაც. 3300 ზე მეტი აბიტურიენტი ირჩევს BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას, 1600 ზე მეტი აბიტურიენტი ირჩევს BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამას. 625-ზე მეტი აბიტურიენტი კი BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამას პირველ პრიორიტეტად ირჩევს.

  • მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ გაცვლით პროგრამებში სრული დაფინანსებით მონაწილეობა შემდეგ უნივერსიტეტებში:

  • კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
  • კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი; გერმანია
  • ქარლოუს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირლანდია
  • ლა კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი, ესპანეთი
  • რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია
  • ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
  • ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია

ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში კი სტუდენტებს ნაწილობრივი დაფინანსებით შემდეგ გაცვლით პროგრამებში შეუძლიათ მონაწილეობა.

  • კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,
  • გერმანია აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი,
  • გერმანია ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი,
  • ავსტრია ტუშას უნივერსიტეტი,
  • იტალია კასტილია ლა მანჩის უნივერსიტეტი,
  • ესპანეთი პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი,
  • ჩეხეთი ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი,
  • პორტუგალია ვილნიუსის უნივერსიტეტი,
  • ლიეტუვა კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,
  • ლიეტუვა ლუბლიანას ბიზნესის სკოლა,
  • სლოვენია პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი,
  • პოლონეთი სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთივარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

  • ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა

ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში BTU-ს სტუდენტებს ბოლო სასწავლო წლის პარტნიორ უნივერსიტეტში გატარება და ორმაგი დიპლომის მოპოვება შეუძლიათ. ამ მიმართულებით BTU შემდეგ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს:

  • ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო
  • ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
  • სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
  • პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი

მისაღები ღირებულება

BTU-ს სტრატეგიის მთავარი ნაწილი მაღალი დონის განათლებაზე ფართო ხელმისაწვდომობაა. ამიტომ უნივერსტიტეტში საბაკალავრო საფეხურის პროგრამებზე სწავლა 2250 ლარი ღირს. სტუდენტებს შეუძიათ მიიღონ როგორც სახელმწიფო გრანტი, ისე სხვადასხვა სახის შიდა დაფინანსება.

  • სახელმწიფო აკრედიტაცია

BTU-ს ყველა საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია სახელმწიფოს მიერ. უნივერსიტეტმა აკრედიტაცია პირველივე წელს მიიღო.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად დრო კიდევ გაქვთ! გადახედეთ თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალს და დაფიქრდით, ისაა, რაზეც თქვენ ოცნებობთ? საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად თვეზე ნაკლები დრო დარჩა.

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი

პროგრამის კოდი: 195 01 01

პროგრამის ფასი: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა ან ისტორია

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

  • ისტორია: 120 ადგილი
  • მათემატიკა: 330 ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები

პროგრამის კოდი: 195 01 02

პროგრამის ფასი: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 100

  • მათემატიკა: 100 ადგილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები

პროგრამის კოდი: 195 01 03

პროგრამის ფასი: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

  • მათემატიკა: 450 ადგილი