ავტორი:

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები დაიწყო

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები დაიწყო

ევროპული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად, ტალინიდან დაემატა.

"ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ ჩარტერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოჰყვა. ჩარტერული ფრენები "ტალინი-ბათუმი-ტალინი" კვირაში ერთხელ სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება. ტალინთან ერთად ჩარტერული ფრენები ბათუმში ვილნიუსიდანაც ხორციელდება. ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები პირველად 2019 წელს დაიწყო. მას ორგანიზებას ტურისტული კომპანია "აჭარა ტური" უწევს.

2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60 - ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით 36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 20.15 % -ით",- ნათქვამია განცხადებაში.