მამაკაცმა ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დანით დაჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ შემთხვევიდან მცირე ხანში დააკავა, განაცხადა, რომ გააღიზიანა ქალების დანახვამ, რომლებიც ბედნიერები ჩანდნენ და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი, სტუდენტი გოგონა მძიმედაა, დანარჩენებს კი - მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული.