ავტორი:

"მინისტრთა კაბინეტში არანაირი დაპირისპირება არაა, ეს ყურით მოთრეული თემაა" - ნათია თურნავა

"მინისტრთა კაბინეტში არანაირი დაპირისპირება არაა, ეს ყურით მოთრეული თემაა" - ნათია თურნავა

"არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა - ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება არის, თუ არა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთთან ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები აქვთ.

"ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა - ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას“, - განაცხადა თურნავამ.