ავტორი:

"ვერ მოასწრო აცრა. სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, ორი შვილის მამა. სიტყვები არ მყოფნის..." - რას წერს ჟურნალისტი კოვიდით გარდაცვლილ მეგობარზე

"ვერ მოასწრო აცრა. სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, ორი შვილის მამა. სიტყვები არ მყოფნის..." - რას წერს ჟურნალისტი კოვიდით გარდაცვლილ მეგობარზე

ჟურნალისტი სოფო ბუკია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალგაზრდა მეგობრის შესახებ წერს, რომლის გარდაცვალების მიზეზიც კორონავირუსი გახდა და ბოლო დღეების შემაშფოთებელი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"5697 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი.

დღეს გარდაცვლილებს შორის ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობრის ქმარი, 46 წლის გიორგია. გამორჩეულად კარგი ადამიანი, სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი, ორი არასრულწლოვანი შვილის მამა. სიტყვები არ მყოფნის, ისე მტკივა გული.

გიორგიმ ვერ მოასწრო აცრა. ჩაწერილი ყოფილა, მაგრამ სამსახურის საქმის გამო, დანიშნულ დროს ვერ მივიდა. ყველა საქმე გადადეთ და აიცერით! რაც შეიძლება მალე! გთხოვთ!".