ტყიბულის რაიონში, ლატარიაში რომ მოგება მითი არ არის და რეალობაა, უკვე ყველამ იცის.
,,ჯოკერში’’ 20 000 ლარის მოგების ამბავი მთელს რაიონში ელვის სისწრაფით გავრცელდა. სოფელ ორპირის ცენტრში მდებარე ერთ ჩვეულებრივ ჯიხურში ჩამოსასხმელი ლუდის შესაძენად მამა-შვილი გვეტაძეები სოფელი თიხიადან სპეციალურად ჩავიდნენ. მორჩენილი ფულით შვილმა ზვიად გვეტაძემ მომენტალური ლატარია ,,ჯოკერის’’ სამი ბილეთი შეიძინა და სამივე ადგილზე გადაფხიკა, ერთ-ერთ ბილეთში კი მაქსიმალური მოგება - 20 000 ლარი ამოუვიდა.
,,თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი, რამდენჯერმე გადავამოწმე ბილეთი, გამყიდველმაც შეამოწმა სპეციალურ სისტემაში, შემდეგ ლატარიის კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკე და იქ რომ მოგება დამიდასტურეთ, მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რამხელა ბედნიერება მეწვია’’ - იხსენებს მოგების დღეს ზვიად გვეტაძე.
30 წლის ზვიად გვეტაძე დროებით უმუშევარია და დედ-მამასთან ერთად სოფელ თიხიაში ცხოვრობს, ზვიადი დასაოჯახებელია, ლატარიაში მოგებული თანხით ის სახლის რემონტს აპირებს - ,,მოგებული თანხით სახლს გავარემონტებ, შემდეგ კი ოჯახის შექმნაზეც ვიზრუნებ’’-ამბობს ის.
,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ მოგებული თანხა ზვიად გვეტაძეს უკვე გადასცა. მომენტალურ ლატარიებში ,,ფარაონი’’, ,,7-11-21’’, ,,ჯოკერი’’, ,,შვიდიანი’’, ,,სამი შანსი’’ და ,,ხელფასი’’ კიდევ ბევრი მაქსიმალური მოგება თამაშდება, ასე რომ, შეიძინეთ გადასაფხეკი ლატარია სახლთან ახლოს და თქვენც შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
NS