დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად 688 940 აცრა ჩატარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23935 პირია აცრილი.
ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.
ცნობისთვის, აცრაზე ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე.