ავტორი:

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის საუკეთესო რეპორტიორად დაასახელეს - "რეპორტაჟებს აგზავნიდა ექსკლუზიური ადგილებიდან... საზოგადოებას თავისი თუთიყუში გააცნო"

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის საუკეთესო რეპორტიორად დაასახელეს - "რეპორტაჟებს აგზავნიდა ექსკლუზიური ადგილებიდან... საზოგადოებას თავისი თუთიყუში გააცნო"

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ჩეჩნეთის საუკეთესო რეპორტიორად აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია, grozny.tv იტყობინება.

კადიროვს ჯილდოდ 45 ათასი რუბლი გადასცეს. როგორც grozny.tv-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კადიროვი არაერთხელ მოქმედებდა ჩეჩნური ტელე და რადიოკომპანიის მობილური რეპორტიორის სტატუსით და ხარისხიან მასალებს აწვდიდა მაუწყებელს.

ტელეკომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კადიროვს აღნიშნული პრიზი გადაეცა, რადგანაც ის რეპორტაჟებს აგზავნიდა ექსკლუზიური და მიუწვდომელი ადგილებიდან და ხშირად ექსტრემალურ პირობებშიც უწევდა მათი გადაღება. გარდა ამისა, ცხოველებს უღებდა ექსკლუზიურ ვიდეოებს.

"რამზან კადრიოვი ცხოველებს უღებს ექსკლუზიურ ვიდეოებს და ასევე მან გააცნო საზოგადოებას თავისი თუთიყუში“, - ვკითხულობთ ტელეკომპანია "გროზნოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.