ავტორი:

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.