ავტორი:

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განთავსდებიან.

"ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ ვაქცინაციას", - განაცხადა ღიბრაძემ.