ავტორი:

"კოვიდ სასტუმროები თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნება საველე ჰოსპიტალები" - პაატა იმნაძე

"კოვიდ სასტუმროები თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნება საველე ჰოსპიტალები" - პაატა იმნაძე

"საველე ჰოსპიტლის ქართული ვარიანტი არის კოვიდ სასტუმროები, თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნება საველე ჰოსპიტლები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ სასტუმროების ქსელი მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს.

"თუ ესეც არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ბევრ ავადმყოფს დიდ სივრცეში მოვუვლით. იმის გამო, რაც ჩემ კოლეგებს წელიწადნახევარია გადააქვთ, კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს ღრმა პატივისცემა მინდა რომ გამოვუცხადო.

პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ, დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.