საქართველოს საპატრიარქო ყველა ეკლესია-მონასტერს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვის უზრნველსაყოფად კურთხევას აძლევს.
აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს ბრძანება N79-შია საუბარი.
ბრძანების თანახმად, ეკლესია - მონასტრებს ეძლევათ კურთხევა სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.
"ა.წ. 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები“, - ნათქვამია საპატრიარქოს ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აწერს ხელს.