ავტორი:

"ვალდებული ვარ, სიმართლე გითხრათ... გაერთიანების პირველი მტერი გიგა ბოკერიაა, ის ტოქსიკოზია ოპოზიციაში!" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

"ვალდებული ვარ, სიმართლე გითხრათ... გაერთიანების პირველი მტერი გიგა ბოკერიაა, ის ტოქსიკოზია ოპოზიციაში!" - რას წერს თაკო ჩარკვიანი?

"კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გაერთიანების პირველი მტერი გიგა ბოკერიაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩარკვიანი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კვლავ ამბიციები - ბოკერიას ამბიციები ( უსაფუძვლო) ჯიბრი, სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი, აი ეს სამარცხვინო გეგმა "ავადმყოფური" ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები, საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ "სცენაზე", სრული მრავალწლიანი მარცხი, რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს, რადგან ვერ "გიტანს" ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ "პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ " "ცრუ გონებას" არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს!

ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ - ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პარლამენტში, რომ მანდატი არ ჰქონდა- სხვა არაფერი!2016 წელს სხვისი ხმების წამღები, (თავად რაც აქვს კი ხედავთ)მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი,ყველაფრის ( თავისი სამარცხვინო საქციელის) სააკაშვილზე და სხვებზე გადამბრალებელი!ძალა ერთობის დამშლელი, ( რადგან 2018 წელს "ძალაერთობის" წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა).

ახლაც, ერთობის - გაერთიანების პირველი მტერი, ეს- გიგა ბოკერიაა! რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი, როგორ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან, მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?! ტოქსიკოზი ოპოზიციაში! ვალდებული ვარ თქვენს წინაშე, რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის! ბიძინას არ "ძინავს"!!!!!!!!!!!!!

P.S და კიდევ: ხშირად ადამიანებს, ცბიერთა თაღლითობა გვერევა ნიჭში, მინდა გითხრათ, რომ დიდი უნიჭობაა, მთელი ცხოვრება სხვის დივიდენდებს იპარავდე, მუდამ მომხვეჭელობაზე ფიქრობდე, მაინც არაფერი გამოგდიოდეს და თან ადამიანებს თავს აძულებდე, ამას განა ჭკუა და ნიჭი ჰქვია? ! არა, ამას არ ჰქვია გონიერება!" - წერს ჩარკვიანი.