ავტორი:

"ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ - მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა..." - მეუფე ნიკოლოზი

"ვაქცინაციისკენ ვერ მოვუწოდებთ - მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა..." - მეუფე ნიკოლოზი

მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს ხალხის გასამხნევებლად აუცილებელი იქნება, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

მისივე თქმით, აცრის ან აუცრელობის დაძალება ყოვლად გაუმართლებელი საქციელია და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორი საქციელია.

„სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისაგან, ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობისა მიგვაჩნია გაუმართლებლად. ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს. აცრის ან აუცრელობის დაძალება არის ყოვლად გაუმართლებელი და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორ საქციელად მიმაჩნია.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომელმაც მოუწოდა ეკლესიას, რომ ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს, , იმიტომ რომ ვართ რელიგიური და არა სამედიცინო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭუროთ მას ქვეყანაში ამ რთული ვითარებისას პირადი მაგალითით.

ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება - ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად", - განაცხადა მიტროპოლიტმა.