ავტორი:

"ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან და კინოთეატრები ღიაა" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი?

"ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან და კინოთეატრები ღიაა" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი?

ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დაიწყო.

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 30 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.

იმუნოლოგ - ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა. ღმერთო, დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას...“