ავტორი:

რა გზით არის შესაძლებელი ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა -  რა განაცხადეს საგარეო უწყებაში?

რა გზით არის შესაძლებელი ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა -  რა განაცხადეს საგარეო უწყებაში?

თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეებს ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში - ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნვეყოფენ მათ საქართველოში ჩამოყვანას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.

"ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, როგორც იცით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამაობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით დაგვირეკეს, ჩვენ არ ვიცოდით სამწუხაროდ, მათი იქ არსებობა, დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება, საქართველოში ჩამოყვანა. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნვეlყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მოსვლა იმის გამო, რომ ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად.

თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილი, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნვეყოფენ მათ საქართველოში ჩამოყვანას", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.