ავტორი:

რატომ ჩაიშალა ისრაელში შექმნილი კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო მედიკამენტის საქართველოში გამოცდა? - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

რატომ ჩაიშალა ისრაელში შექმნილი კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო მედიკამენტის საქართველოში გამოცდა? - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

“ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად“ - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი სანდო არ იყო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად.

"ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას - “თუ რატომ ჩაიშალა მედიკამენტის საქართველოში გამოცდა და რატომ არ შედგა ეს შეთანხმება?“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ისრაელის მიერ შქმნილი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის, EXO-CD24- ის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დაწყება იგეგმებოდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 21 მაისს განაცხადა. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ იმ ეტაპისთვის, კვლევის დაწყებამდე ბევრი დეტალი იყო დასაზუსტებელი.

პრეპარატის გამოცდის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად საქართველოში თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი ნადირ არბერი 20 მაისს იმყოფებოდა, როდესაც იგი ქართველ კოლეგებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.

არბერის განცხადებით, პრეპარატმა EXO-CD24-მა კვლევების პირველი ფაზის შემდეგ აჩვენა, რომ 30 საშუალო და მძიმე პაციენტიდან 29-მ კლინიკა 3-5 დღეში დატოვა.