18-19 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.
20 აგვისტოს, აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე (+29, +34 გრდუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
თბილისში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.