ავტორი:

სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ

სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ

მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. აღნიშნული ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომელიც კოვიდბარათების გაცემას დაესწრო.

კოვიდბარათების მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.

კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას, როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.