ავტორი:

მიწისძვრა ისევ სოფელ სამებასთან - რა სიმძლავრის იყო მიწისქვეშა ბიძგი?

მიწისძვრა ისევ სოფელ სამებასთან - რა სიმძლავრის იყო მიწისქვეშა ბიძგი?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:41 საათზე, სოფელ სამებასთან 4.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.