სექტემბრის მოახლოებასთან ერთად სასკოლო სამზადისიც იწყება. ბავშვებისთვის წინასასკოლო სამზადისი დაუვიწყარი გამოცდილებაა. დიდი ყურადღებით შერჩეული ჩანთა თუ პენალი, რვეული თუ ფერადი ფანქრები მათ დიდ სიამოვნებას და ამავდროულად, სიამაყის გრძნობას ანიჭებს. მშობლები კი ცდილობენ, ერთ სივრცეში შეიძინონ ყველა სასკოლო ნივთი, ისე რომ კოვიდრეგულაციებიც დაცული იყოს, დიდი არჩევანი და მისაღები ფასიც იყოს. მათთვის საქმის გასამარტივებლად, სასკოლო ნივთებთან დაკავშირებულ შეთავაზებებსა და სიახლეებზე სასაუბროდ „ბიბლუსს“ მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენელი ნათია გაბიჩვაძე განმარტავს, რომ ტრადიციულად წელსაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ფერადი და მიმზიდველი ნივთების განახლებული კოლექცია, რომლის ნაწილიც ევროპის წამყვან ქვეყნებშია შექმნილი, ნაწილი კი ჩინეთში.
წელს „ბიბლუსი“ მომხმარებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს, მათ შორისაა, ახალი კოლექციები, პროდუქტები და ბრენდები.
მომხმარებლებს ვთავაზობთ: Ponto-ს ახალ სერიული კოლექციებს SUNSET და GALAXY. აღნიშნული ფერადი, ტრენდული, უსაფრთხო კოლექცია მოიცავს ერთი დიზაინის ზურგჩანთას, ლეპტოპის ჩანთას, პენალს, კალმებსა და ფანქრებს.
სიახლეებს შორისაა Ponto kids - ახალი კოლექცია ფერადი და მხიარული გმირების გამოსახულებით. კოლექცია მოიცავს ფანქრებს, ფლომასტერებს, პასტელებს, გასაფერადებლებს, სახატავ რვეულებს და სხვა სასკოლო ნივთებს.
წელს მომხმარებელს ახალ თურქულ ბრენდს IBAG-საც ვთავაზობთ. მაღაზიებში წარმოდგენილია ამ ბრენდის სერიული პროდუქტები: ზურგჩანთები, ლანჩის ჩანთები, წელის ჩანთები.
სიახლეა საუკეთესო ხარისხის ქართულენოვანი გლობუსები როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური. გლობუსები წარმოდგენილია მანათობლით და მანათობლის გარეშე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული პროდუქტი უსაფრთხოების სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.
პროდუქტის შერჩევის დროს, პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ფინანსური ხელმისაწვდომობა. ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის. ასევე ვითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებსა და ტრენდებსაც.
აღნიშნეთ, რომ თქვენთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი საკითხია. როგორია „ბიბლუსში“ წარმოდგენილი პროდუქციის საფასო სეგმენტი?
პროდუქტის ყველა კატეგორიაში გვაქვს დიდი ასორტიმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს როგორც ხარისხის, ასევე ფასის გათვალისინებით. „ბიბლუსში“ წარმოდგენილია ჩანთები 14,95 ლარიდან; პენალი 2,5 ლარიდან; 12ფ. ფანქარი 2,5 ლარიდან; რვეული 0,35 ლარიდან; კალამი 0,1 ლარიდან.
უკანასკნელი მონაცემებით, სამი ბრენდი ინარჩუნებს გაყიდვების ლიდერობას. ესენია: MILAN, PONTO და PASO.
ესპანური ბრენდი MILAN პოპულარული და მოთხოვნადია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. MILAN გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მისაღებით ფასებით. სწორედ ამიტომ მომხმარებლის დიდ ნდობას იმსახურებს.
ძალიან პოპულარულია ქართული ბრენდი PONTO, რომელიც ქართულ ბაზარზე საუკეთესო ფასებითა და კარგი ხარისხით გამორიჩევა. „პონტოს“ ბრენდის შექმნაზე მუშაობს დიზაინერების გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ახალ, ფერად და მიმზიდველ კოლექციებს გვთავაზობს ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. PONTO–ს ასორტიმენტში შედის როგორც საბავშვო, ასევე საოფისე–საკანცელარიო პროდუქცია.
უკვე ორი წელია, ჩვენს ქსელში გამოჩნდა პოლონური ბრენდი PASO, რომელმაც უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს. PASO-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილია საბავშვო პროდუქცია: ზურგჩანთები, პენლები, წელის ჩანთები, საქაღალდეები და სხვა.
დიახ, გვაქვს პაკეტური შეთავაზებები, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბიუჯეტის ფარგლებში სრული სასკოლო ნაკრების შეძენა შეუძლიათ. ამასთან ერთად მომხმარებლებს ბევრ საჩუქარსა და სიურპრიზს ვპირდებთ წინასასკოლო საყიდლების პერიოდში.