ავტორი:

"როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი, ვეცდებით, ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს" - რას ამბობს გაბუნია ინფორმაციაზე, რომ ისრაელი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს

"როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი, ვეცდებით, ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს" - რას ამბობს გაბუნია ინფორმაციაზე, რომ ისრაელი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ცნობილია, რომ ისრაელი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობს და როცა შესაბამისი კვლევის შედეგი იქნება, უწყება ეცდება, ის საქართველოშიც გახდეს ხელმისაწვდომი.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო მიზნობრივი მკურნალობა, რომელიც უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიმე მცდელობა არის, რაც ერთი მხრივ, იქნება პირდაპირ ვირუსზე მიმართული მკურნალობა, ხოლო მეორე მხრივ, იმ დამაზიანებელი შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართული, რომელიც ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე კვლევების შესახებ და როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი და შედეგი გვექნება, ვეცდებით, რომ ეს მედიკამენტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც, თუნდაც მესამე ფაზის კვლევის ფარგლებში საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული", - განაცხადა გაბუნიამ.