ავტორი:

თალიბებმა გერმანული Deutsche Welle -ს ჟურნალისტის ოჯახის წევრი მოკლეს

თალიბებმა გერმანული Deutsche Welle -ს ჟურნალისტის ოჯახის წევრი მოკლეს

საერთაშორისო მედია იუწყება, რომ თალიბანის წევრებმა Deutsche Welle- ს ჟურნალისტის ოჯახის წევრი მოკლეს. DW -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ "თალიბანის" მებრძოლები მათ ერთ - ერთ ჟურნალისტს ავღანეთში აქტიურად ეძებდნენ. თალიბებმა ჟურნალისტის ნათესავი ოთხშაბათს მოკლეს, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სხვა ახლობლებმა გაქცევა ბოლო წუთებში მოახერხეს, ამჟამად კი იმალებიან.

"თალიბანის" მიერ ჩვენი ერთ - ერთი რედაქტორის ახლო ნათესავის გუშინდელი მკვლელობა წარმოუდგენლად ტრაგიკულია და იმ მწვავე საფრთხეს ადასტურებს, რომელიც ავღანეთში მყოფ ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს ემუქრებათ“, - განაცხადა DW– ს აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ "თალიბანმა" სულ ცოტა, სამი ჟურნალისტის სახლი უკვე დაარბია. წყარო

თარგმნა თეონა რამაზაშვილმა