20 წლის ნოდარ თამარიანი, რომელსაც ახლობლები და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდა, სახლში დაბრუნდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ახალგაზრდას დედამ დაუდასტურა.
ეკა ლალოიანის ინფორმაციით, მისი შვილი თავს კარგად გრძნობს.
"კარგად არის, ჩემს გვერდით არის მშვიდად. ჯერ დეტალებს ვერ ვიტყვით. შოკშია ახლაც, მე თვითონაც ვერ ვეკითხები დეტალურად სად იყო და ა.შ. ბავშვი ცემს გვერდით არის, წყანარად და კარგად არის. დიდი მადლობა ყველას" - ამბობს თამარიანის დედა.
ცნობისთვის, ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ოჯახი ამბობდა, რომ ნოდარ თამარიანი 14 აგვისტოს ვარშავიდან ქუთაისში ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა.