ავტორი:

"მშვიდობით განისვენე ჩემო მეგობარო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ყიფიანის ერთადერთზე ვაჟზე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

"მშვიდობით განისვენე ჩემო მეგობარო" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ყიფიანის ერთადერთზე ვაჟზე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

18 აგვისტოს ავტობანზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მუსიკალური პროდიუსერის, მაია ყიფიანის ერთადერთი ვაჟი, 39 წლის ლადო ზეინკლიშვილია. ის ახალგაზრდა მეგობართან ერთად მგზავრობდა. საჭეს თავად ზეინკლიშვილი მართავდა.

ლადოს მეუღლე ყოფილი მოდელი, ლიკა უთმელიძეა, წყვილს ორი ვაჟი ჰყავს… მეგობრები ამბობენ, რომ ლადო სოციალური ქსელით არ სარგებლობდა და არც ფოტოების გადაღება უყვარდა. ლადოსა და მისი მეუღლის მეგობარი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ახლა მაინც დავდებ შენ ფოტოს სიცოცხლის მოყვარულო ბიჭო. "იქ" ჩვენზე ადრე მისულს რა გაგიძლებს. მშვიდობით განისვენე ჩემო მეგობარო. შენს ადგილს ამ სამყაროში ვერავინ ჩაანაცვლებს...“ - წერს ნანუკა.

ლადო ზეინკლიშვილის კიდევ ერთი მეგობარი თაზო ვაჩნაძე სოციალურ ქსელში წერს:

„იშვიათად საოცარი, თბილი, შინაგანად ღრმა ინტელექტის მქონე ადამიანი, ასე მოულოდნელად წავიდა და საშინლად გული დაგვწყვიტა... ყველა თემაზე ძალიან საინტერესოდ შეგეძლო მასთან გესაუბრა. იქნებოდა ეს მხატვრული ლიტერატურა, კინო, თუ უბრალოდ სასაცილო ღლაბუცი. თუ გაუგებდი, არ შეიძლებოდა არ შეგყვარებოდა ეს კაი ბიჭი. ამასწინათ ვერ ვიყავი რაღაც კარგად, ჩემ ძმასთან დაურეკავს, ვნახავ ამ დღეებში, დაველაპარაკებიო, დარდობდა. მადლობა მეგობარო ყურადღებისთვის.... სიტყვები არ მყოფნის...“ - წერს თაზო.