ავტორი:

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის უშიშროების სამსახურის წევრებს ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის უშიშროების სამსახურის წევრებს ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის 7 მოქალაქეს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სანქციები მოიცავს როგორც მოგზაურობის შეზღუდვას, ისე აქტივების დაყადაღებას.

შვიდივე სანქცირებული პირი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წევრია.

„ვაგზავნით მკაფიო შეტყობინებას, რომ რუსეთის სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება არღვევს საერთაშორისო სამართალს და უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე სისხლის სამართლის გამოძიება“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი გასულ წელს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. მან თავდასხმის დაკვეთაში პუტინი დაადანაშაულა, რასაც კრემლი დღემდე კატეგორიულად უარყოფს.