ავტორი:

"ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით..." - გრიგოლეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

"ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით..." - გრიგოლეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოხმდარ უბედურ შემთხვევაზე თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს. თეა ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით მივიდა.

"ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო. ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით. თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ. დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა, რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს. დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია, რომელი მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს, ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა.

სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს!!! გაუფრთხილდით ერთმანეთს...წამში დევს ყველას ბედისწერა..." - წერს ჩეჩელაშვილი.