ავტორი:

მკვლელობა ბორჯომში - მასპინძელმა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი მოკლა

მკვლელობა ბორჯომში - მასპინძელმა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი მოკლა

ბორჯომში მასპინძლის მიერ სტუმრად მყოფი პირის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.