ავტორი:

"ინფორმაცია, რომ კოვიდ პასპორტების გაყალბება შესაძლოა ხდებოდეს, ჩვენამდეც მოვიდა, ამიტომ..." - რა დამცავი მექანიზმი შეიმუშავა მთავრობამ

"ინფორმაცია, რომ კოვიდ პასპორტების გაყალბება შესაძლოა ხდებოდეს, ჩვენამდეც მოვიდა, ამიტომ..." - რა დამცავი მექანიზმი შეიმუშავა მთავრობამ

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ პასპორტების გაყალბება შესაძლოა ხდებოდეს, ჩვენამდეც მოვიდა, ამიტომაც ერთი დამატებითი ტესტის მექანიზმი გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უცხოეთიდან შემოსული ტურისტების შესაძლო გაყალბებულ „პისიარ“ ტესტსა და კოვიდ პასპორტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორი 72 საათის შემდეგ ვალდებულია, რომ „პისიარ“ ტესტი საქართველოშიც ჩაიტაროს.

„ასევე, ჩვენთვის ამ პრობლემის უფრო გრძელვადიანი და მყარი გადაწყვეტა ევროკავშირის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირება იქნება. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხიც მალე გადაწყდება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც უცხოეთიდან შემოსული პირების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მოგზაურობის დროს ჩვენთან გაცემული სერტიფიკატების აღიარებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.