ზაფხულის წვიმების შედეგად აშშ - მექსიკის საზღვართან აშენებული ე.წ. ტრამპის კედელის ნაწილი დაზიანდა. ადგილობრივი გარემოს დამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არიზონაში, დუგლას სიტიდან ჩრდილო - აღმოსავლეთით, დაახლოებით, 17 მილის მანძილზე არსებულმა კარიბჭემ წვიმის შედეგებს ვერ გაუძლო და დაიშალა.
”წლების განმავლობაში ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენთან ამ სეზონზე ყოველთვის ძლიერი წვიმებია, ამიტომ ეს პროგნოზირებადი იყო. ამ კედლის მშენებლობა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო, რითაც ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიადგა“, - განაცხადა ეკოლოგმა იორდალმა Border Report- თან.
ბარიერები აშშ - მექსიკის საზღვარზე ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, 654 მილის მონაკვეთზე (1000 კმ. - ზე მეტი) - კალიფორნიის, არიზონას, ახალი მექსიკოს შტატებთან და ნაწილობრივ ტეხასის საზღვრებთან აშენდა. 354 მილის ღობე (570 კმ) არის შექმნილი ფეხით მოსიარულეთა დაბლოკვისთვის, ხოლო კიდევ 300 მილი (483 კმ) დაბრკოლებები ხელს უშლის მათ, ვინც ამერიკაში გადასვლას ტრანსპორტით ცდილობს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საზღვარზე არსებულ კედელს ნაწილი დაემატა, თუმცა ხალხის პროტესტის გამო გეგმის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა. წყარო
თარგმნა თეონა რამაზაშვილმა