ავტორი:

ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა და 58 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდსტატისტიკა

ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა და 58 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც:

7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26.

3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლოაჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, პირი, აჭარაში - 8 164, იმერეთში - 4 762