დაახლოებით ერთი საათის წინ, ცენტრალური ავტომაგისტრალის 27-ე კილომეტრზე, წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ambebi,ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა - თავდაპირველად, ტრაილერი შეეჯახა მიკროავტობუსს და დანარჩენი მსუბუქი ავტომანქანები დომინოს პრინციპით - ერთმანეთს.
ავტოავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე საქმე 275-ე მუხლითაა აღძრული.