ავტორი:

რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი, სადაც სახლები 1 ევროდ იყიდება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მყიდველი?

რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი, სადაც სახლები 1 ევროდ იყიდება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მყიდველი?

რომთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი მაენცა, იტალიის 1 - ევროიანი სახლების პროგრამას უერთდება და ისტორიული შენობების გასხვისებას იწყებს.

პატარა ქალაქში დღეის მონაცემებით დაახლოებით 3 000 მკვიდრი ცხოვრობს. მაენცა რომიდან 70 კილომეტრში მდებარეობს და პირველია ლაციოს რეგიონში, რომელიც ამ პროგრამას შეუერთდა.

ამჟამად რეგიონში ასობით მიტოვებული საცხოვრებელია.

ქალაქის მერი კლაუდიო სპერდუტი აცხადებს, რომ მისი მიზანია ქალაქს ახალი სიცოცხლე აჩუქოს.

”ჩვენ ამას ვაკეთებთ ეტაპობრივად. მესაკუთრე ოჯახები გვიკავშირდებიან და უფლებას გვაძლევენ უძრავი ქონება სპეციალურ ბაზაში განვათავსოთ, რათა ყველაფერი წარიმართოს გამჭვირვალედ”, - ამბობს სპერდუტი CNN -თან საუბარში.

დაინტერესებულებს ასევე საშუალება ეძლევათ დაუკავშირდნენ მერიას, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. ქალაქი იმედოვნებს, რომ 100-მდე მიტოვებულ სახლის “გაყიდვას“ შეძლებს.

რაც შეეხება პირობებს, მყიდველი ვალდებულია შეძენილი სახლი სამ წელზე ნაკლებ პერიოდში განაახლოს. ამას გარდა, ანაბარზე ჰქონდეს 5000 ევროს ოდენობის თანხა, რომელიც სახლის დასრულების შემდეგ უკანვე დაუბრუნდება.

ახალ მფლობელს თავად შეეძლება განსაზღვროს თუ რას გახსნის: იქნება ეს კერძო სასტუმრო, საკვები ობიექტი, რესტორანი თუ ა.შ. ამის შესახებ უნდა წარმოადგინოს დეტალური გეგმა.

დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები ქალაქის მერიის ოფიციალურ საიტზე არსებულ მეილზე უნდა მისწერონ.

სპერდუტის თქმით, ბინადრობის ნებართვის მოპოვება არ არის სავალდებულო.

ქალაქი Maenza მწყემსების მიერ დაარსდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით იქ გერმანული ტომები ჩასახლდნენ, რომლებმაც ადგილი ააყვავეს.

ერთი ვერსიით, ქალაქის სახელიც მომდინარეობს გერმანიის ქალაქ "მაინცის" სახელიდან, თუმცა ადგილობრივების თქმით, ასე არ არის და სახელწოდების წყაროა ლათინური ფრაზა, რაც ნიშნავს: "ხალხს, რომელიც აყვავდება".

დიდი, უხეში, მუქი ნაცრისფერი ქვებით, 1700 -იან წლებში აგებული მცირე ზომის სახლები, ტურისტული თვალსაზრისით, ნამდვილ “ოქროს საბადოს“ წარმოადგენს. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა