სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია "სომხეთის“ ლიდერმა გეღამ ნაზარიანმა პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შედეგად თვალის ტრავმა მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მანუკიანის ფრაქციის წევრმა განუცხადა.
"გეღამ ნაზარიანმა თვალის ტრავმა მიიღო. ის მალაიანის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს“, - განუცხადა "სპუტნიკს“ გეღამ მანუკიანმა.
სომხეთის პარლამენტში დღეს ორი შეხლა-შემოხლა მოხდა. პირველი სახელისუფლებო ფრაქცია "სამოქალაქო თანხმობის“ დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი გააკრიტიკა, მეორე კი ოპოზიციური ფრაქცია "სომხეთის“ დეპუტატის გამოსვლას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიღებულ სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა.